17:25 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 13:20:08, 670 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა, პროცესის ერთი კვირით გადადებაზე, არ დააკმაყოფილა

დედაქალაქის მერის გიგი უგულავას ადვოკატებმა „თბილსერვის ჯგუფისა“ და „რიყის ტერიტორიის“  გასხვისების საქმეზე პროცესის ერთი კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენეს. 
როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, „თბილსერვისისა“  და „რიყის“  საქმეზე დასკვნითი სიტყვის დარჩენილი ნაწილის მოსამზადებლად მათ გონივრული ვადა სჭირდებათ. 
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
 სასამართლო პროცესი გრძელება და ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან. 
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „რიყის“ გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 
სხდომას ბრალდებული, გიგი უგულავაც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics