17:27 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 12:58:04, 636 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავა: თუ სამართლებრივი ძალადობა არ მოხდა, ამ პროცესის დღეს დასრულება შეუძლებელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილსერვის ჯგუფისა“ და „რიყის“ გასხვისების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 
სხდომას ბრალდებული, დედაქალაქის ყოფილი მერი  გიგი უგულავაც ესწრება. 
როგორც სხდომის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კი სამართლებრივი ძალადობა არ მოხდა, ამ პროცესის დღეს დასრულება შეუძლებელია. 
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა უნდა თქვან.
 თუმცა, ამ დროისთვის უცნობია დაასრულებს თუ არა დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის დარჩენილ ნაწილს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. 
„თუ არ მოხდა სამართლებრივი ძალადობა, დღეს ამ პროცესის დასრულება შეუძლებელია. დღეს ამ კონკრეტულ საქმეზე ვიმყოფებით ადვოკატის დასკვნითი სტყვის ეტაპზე, ამის შემდეგ არის რეპლიკების ეტაპი, რეპლიკას ამბობს ბრალდების მხარე, შემდეგ ჩვენ და შემდეგ ცალკე ეტაპია ბრალდებულის სიტყვა. ამის შემდეგ მოსამართლე მიდის გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მოსამართლე თამაზ მეჭიაურის ინსტრუქციებით მოქმედებს, ეს იქნება სამართლებრივი ძალადობა. მე ერთადერთი ძალა მაქვს, ეს ძალა არის სიმართლე. ჩემი ძალა არის გამძლეობა. ნებისმიერ გამოწვევას გავუძლებ. აბსურდულია ის ბრალდებები, რასაც განვიხილავთ, თუ იქნება უზრუნველყოფილი სასამართლოს დამოუკიდებლობა, მინიმუმ იმით გამოჩნდება, ააჩქარებენ თუ არა მოსამართლეს. ტურავას საქციელის შემდეგ, მგონი ჯანსაღ, ჭკუამყოფელ ადამიანს შეკითხვები აღარ დარჩა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics