|
2020-10-06 11:15:32, 413 ნახვა
საზოგადოება
„მწვანე ჯილდო“ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მარინე ვართუმაშვილს გადაეცა
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს რჩეული - ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე ვართუმაშვილი დაასახელა. გამარჯვებულს გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია “მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს კონკურსის “მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. მთელს მსოფლიოში გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა მიგვაჩნია, რომ არც ერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას. 2020 წლის “მწვანე ჯილდოს” მფლობელი მარინე ვართუმაშვილი აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში და არა მარტო ის, არამედ მისი მოსწავლეებიც არიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. სწორედ ამიტომ სამინისტრო გადასცემს “მწვანე ჯილდოს” პედაგოგს, რომელიც განსაკუთრებული ძალისხმევით ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. “მასწავლებლი ეროვნული ჯილდო” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის კონკურსია, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლი პროფესიულ დღეს იმართება. კონკურსის მიზანი ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის გამოვლენა და დაჯილდოვებაა, ჯილდოვდებიან ასევე კონკურსში მონაწილე სხვა პედაგოგებიც. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს “მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში” და სამინისტროს სახელით “მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც აქვს განხორციელებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები.
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)