|
2020-10-01 12:58:24, 1532 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა 194 პირი და ჯამში კორონავირუსი 1300-ზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადებები. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტია. „აჭარაში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ყველა დადასტურებული შემთხვევა არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროტოკოლის შესაბამისად მათ მომსახურება მიეწოდებათ როგორც სტაციონარში, ისე კოვიდსასტუმროებში, კონსულტაცია ხორციელდება ონლაინ კლინიკების მეშვეობით. ყველაზე საჭირო პერიოდში ეპიდემიოლოგები უზრუნველყოფენ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას”, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. აჭარაში მობილიზებულია ყველა ტიპის 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოყენებულია აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის. დამატებით მოხდა 20 რეანიმაციული საწოლის მობილიზება რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში რეგიონში 45 ინტენსიური თერაპიის პალატა აქვს და მომსახურებას გაუწევს აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობს 515 პაციენტი, ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა მერყეობს 70-დან 100-მდე. Covid სასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 910-ზე მეტი პირი. რაც შეეხება ონლაინ კლინიკებს, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 700-ზე მეტი მოქალაქე. დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების ცენტრი. ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებს ინფექციური საავადმყოფო და მედემერჯენსი. ლაბორატორიული კვლევის მიღებამდე მოქალაქეები დაყოვნდებიან სწორედ ცხელების კარანტინებში.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)