|
2020-09-28 17:03:27, 644 ნახვა
ეკონომიკა
მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აქედან, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 202.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 199.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 33.2 მლნ აშშ დოლარით და 370.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. „საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.8 მლრდ აშშ დოლარი (57.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 111.5 პროცენტია. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 8.3 მლრდ აშშ დოლარი (25.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 49.2 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 6.2 მლრდ აშშ დოლარი (18.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 447.6 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 782.8 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი) და 893.9 მლნ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (13.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.5 მლრდ აშშ დოლარი (13.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.9 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (10.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 19.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 10.9 მლრდ აშშ დოლარი (33.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.6 მლრდ აშშ დოლარია (14.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.5 პროცენტია. 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 3.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ოპერაციული ცვლილებების გამო - 74.9 ათასი აშშ დოლარით. 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - განაცხადა სებ-მა.
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
ზელენსკი: ბელგიასთან წლის ბოლომდე სამი F-16-ის გადაცემის შესახებ შეთანხმება არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)