17:26 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 12:13:56, 812 ნახვა

სამართალი
„იმედის“ საქმეზე მოსამართლემ გიგი უგულავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა, დღესვე მიიღოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“  საქმეზე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სხდომაზე ადვოკატი დასკვნითი სიტყვით წარსდგება. ასევე სიტყვით გამოსვლას გეგმავს თავად ბრალდებული გიგი უგულავაც.

შესაძლოა მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღოს.

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გიგი უგულავას ოჯახის წევრები და ახლობლები.

როგორც უგულავას მეუღლემ ლელა კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომენტარს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პრეზიდენტს  და სახალხო დამცველს მოუწოდა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics