|
2020-09-25 14:29:18, 718 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ტანძიაში არსებულ საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაებს ადგილზე გაეცნო. სკოლამდემი აღზრდის დაწესებულებაში სველი წერტილების, სამზარეულოსა და ერთი ჯგუფის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯგუფში ასევე გათბობის სიტემის მონტაჟიც განხორციელდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84,000 ლარს შეადგენს. ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შარშან განხორცილედა. ინფრასტრუტურული პროექტის ფარგლებში შენობის სახურავი გამოიცვალა. „ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ აღზრდას, ამიტომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წელს სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას აქტიურად ვახორციელებთ. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო. მოხარული ვარ, რომ ტანძიელებს საბავშვო ბაღის პრობლემა მალე მოუგვარდებათ. რაც მთავრია ჩვენი პატარები უკვე გარემონტებულ და მოწესრიგებულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)