|
2020-09-24 10:12:39, 638 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ჩვენი სახელმწიფო პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ღვინის მარნის გახსნას დაესწრო. მინდიაშვილების ოჯახს, სოფელ შილდაში, 21 ჰა ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი აქვს. მინდიაშვილები, წელს პირველად, ახალ მარანში ოჯახური ბრენდის ქვეშ, ქვევრის ღვინოს დააყენებენ. „2016 წელს, სამინისტრომ დაიწყო პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ კახეთის რეგიონში, ათობით ახალი საოჯახო მარანი აშენდა. დღეს, ეს მარნები ტურისტული დანიშნულების ადგილებია, სადაც სტუმრებს ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. მოხარული ვარ, რომ კახეთში კიდევ ერთ ასეთი ოჯახური მარანი გაიხსნა. მეწარმე, რომელიც აქამდე მხოლოდ ყურძნის პირველად წარმოებას ახორციელებდა, შეძლებს მოსავალი თავად გადაამუშაოს, აწარმოოს ღვინო და შექმნას დამატებითი ღირებულება, ამასთან დაასაქმოს ადგილობრივები და მეტი სარგებელი მოუტანოს როგორც საკუთარ, ისე მათ ოჯახებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გასულ წელს, მინდიაშვილებს მოსავალი სეტყვამ ფაქტობრივად სრულად გაუნადგურა. აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს მევენახემ მოსავალი მთლიანად დააზღვია. ფერმერი, ახლო მომავალში, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებასაც გეგმავს. მარნის ასაშენებლად მინდიაშვილებმა სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამით „ახალგაზრდა მეწარმე" ისარგებლეს. მინდიაშვილების ღვინის მარანში 16 ქვევრი და საუკუნოვანი საწნახელია. სამომავლოდ, ოჯახი მარნის მიმდებარედ ტურისტული კომპლექსის აშენებასაც გეგმავს.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)