07:38 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 13:40:33, 565 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში 300 ერთეული „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი შემოვა

მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. მათი ნაწილი თბილისში ოქტომბერში შემოვა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამარჯვებულმა კომპანიამ „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი 180 დღის განმავლობაში უნდა შემოიყვანოს.

„თქვენ იცით, რომ 15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი, 300 ერთეულის შესყიდვის მიზნით, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მთლიანად განვაახლოთ ისევე, როგორც ავტობუსები. ტენდერი უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და „ფორდის“ მარკის სამასი ერთეული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა დედაქალაქში. ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 დღის განმავლობაში შემოვა. ეს სამასი ერთეული საკმარისი არ არის და საჭირო იქნება დამატებით შესყიდვაც“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ადრე 3000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა ახლახან წამოწყებული სატრანსპორტო რეფორმით, მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდება.  

„ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიანად მოდერნიზებას ვაკეთებთ ავტობუსების ქსელის და მარშრუტების. ქალაქში ძირითადად იმოძრავებს 12, 10, 8 მეტრიანი ავტობუსები, თუმცა რელიეფიდან და ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსებიც. ეს ყველაფერი ისე იქნება ინტეგრირებული და დალაგებული, რომ კომფორტული იყოს მგზავრობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიკროავტობუსებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ბრალდებას პასუხი ხვალ გაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics