|
2020-09-22 16:22:53, 746 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახური N8 დაწესებულებაში სისხლიანი გარჩევას უარყოფს და აცხადებს, რომ სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის სისხლიანი გარჩევა, ყალბია. მათი ინფორმაციით, სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები. „2020 წლის 22 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს შორის „სისხლიანი გარჩევა“ მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში მოცემულ დაწესებულებაში მყოფმა სამმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები. 2020 წლის 22 სექტემბერს N8 პენიტენციური დაწესებულების ერთ საკანში მყოფმა ბრალდებულმა გ.დ.-მ (ბრალდებულია საქართველოს სსკ 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახში ძალადობა) და მსჯავრდებულებმა გ.შ.-მ (მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის IV ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით და 276-ე მუხლის II ნაწილით, - ქურდობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევა) და შ.ჭ.-მ (მსჯავრდებულია 179-ე მუხლის II, III ნაწილებით, 177-ე მუხლის III, IV და 160-ე მუხლის III ნაწილით - ყაჩაღობა, ქურდობა, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) მიიყენეს დაზიანებები წინამხარზე მრავლობითი ჭრილობების სახით. პატიმრების მოთხოვნა იყო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩაისა (დასაყენებელი ჩაის) და სიგარეტის მიწოდება და სწორედ ამ მოტივით მიიყენეს მათ თვითდაზიანებები. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით), რომლებიც 2019 წლის გაზაფხულზე სპეციალურად პატიმრებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად მზადდება თითოეული პატიმრისთვის. რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)