|
2020-09-22 14:15:29, 4325 ნახვა
Lifestyle
ნატალია ვოდიანოვამ 43 წლის მილიარდერზე იქორწინა
რუსული წარმომავლობის ამერიკელი მოდელი და მსახიობი ნატალია ვოდიანოვა ხანგრძლივი რომანის შემდეგ 43 წლის მილიარდერ ანტუან არნოს ცოლად გაყვა. ნატალია ქორწილის შესახებ ინფორმაციას ბოლომდე მალავდა. საიდუმლოს ფარდა მას მერე აეხადა, რაც სოციალურ ქსელში ცერემონიის სურათები და ვიდეო გავრცელდა. ვიდეოზე ჩანს თუ როგორ გამოდიან ახლადდაქორწინებულები პარიზის მერიიდან. ქორწილისთვის ვოდიანოვამ ულიანა სერგეენკოს კაბა და ძალიან სადა თაიგული შეარჩია. ვოდიანოვას და არნოს ქორწილი არავის გაკვირვებია, რადგან მათი 9 წლიანი რომანის შესახებ ყველა მეგობარმა იცოდა. წყვილს ქორწილის გადახდა ზაფხულში სურდათ, მაგრამ პანდემიის გამო ხერემონია გადაწიეს:"ეს დიდი ღონისძიება იქნება , 300 სტუმარს მოვიწვევთ. მინდა გითხრათ, რომ ფრანგებისთვის დიდი ქორწილები ერთგვარი ტრადიციაა. ვიცი, რომ ბევრს ჩვენი დღესასწაული მორიდებულადაც შეიძლება მოეჩვენოს",-ამბობდა მოდელი გაზაფხულზე. ვოდიანოვას და არნოს 3 საერთო ბავშვი ჰყავთ. კიდევ 3 შვილი მოდელს პირველი ქმრისგან ჯასტინ პორტმანისგან ჰყავს.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)