|
2015-09-16 13:46:42, 1111 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სემინარი - „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ გაიხსნა
„გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ - ამ სახელწოდების სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სემინარის მიზანია მოამზადოს ტრენერები, რომლებიც სასაწავლო კურსებს შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, განსაკუთრებით, გადასროლისწინა სწავლების დროს ჩაუტარებენ. მსმენელები გენდერის საკითხებში ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების მეთოდოლოგიას შეისწავლიან. კურსის მთავარი თემებია: სამშვიდობო ოპერაციებში გენდერის საკითხები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები (1325, 1820, 1888, 1989, 1960, 2106, 2022), ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივა (NATO Bi-SC Directive 40-1), შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინება და სხვა. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 16-24 სექტემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება. კურსი შვედეთის სამეფოსთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ტარდება და მას „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრი“ ახორციელებს. სემინარებს უძღვებიან ნორვეგიელი, ფინელი და შვედი ინსტრუქტორები, ასევე, ექსპერტები ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, მაკედონიასა და მონტენეგროდან. სწავლება რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთისა და დანიის 14 წარმომადგენელი მონაწილეობს. თავდაცვის უწყებიდან სწავლებაში ის თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებიც სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)