|
2020-09-22 11:34:29, 585 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ღვარძლიანი წულუკიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ
„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, რომელიც აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობს. „არ მივიღებთ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას. ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული და ღვარძლიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიას, ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ის ვერასდროს მალავს თავის ზიზღს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებს ის თავის პოზიციას ბოროტად მის უწყებაში საჯარო მოხელეებთან მიმართებით. კარგად ვიცით, რამდენჯერ გაათავისუფლა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო თანამშრომლები, როგორ დევნიან მათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს უწყებას. წინა გამოცდილების გათვალისწინებითაც ქალბატონი წულუკიანი არცერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რომ რაიმე პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან, თანამოაზრეებთან ერთად და იმსჯელოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)