|
2020-09-21 13:22:09, 744 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას, ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის შეხვედრა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრის შემდეგ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეაჯამა. „ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე პირადად ვეცნობი ყველა პაციენტის მდგომარეობას. იყო დაყოვნება ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის აღმოფხვრილი, სისტემა სრულიად გამართულად მუშაობს როგორც ლაბორატორიების ასევე დიაგნოსტიკის და ჰოსპიტალური მართვის ნაწილში. ახლა აჭარაში ვირუსის მართვაში ჩართულია 8 კლინიკა. გვყავს ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. პროცესებში ჩართულები არიან ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ პაციენტების მართვა და შევაჩეროთ უკონტროლო გავრცელება. ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ ნაწილში გვქონდეს სრული წესრიგი. ყველა იღებდეს დროულად სამედიცინო მომსახურებას. რაც შეეხება საწოლფონდებს, არსებობს მუდმივი რეზერვი. ჩვენ ველით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დასტაბილურდება. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს პნევმონიის გარკვეული რაოდენობა, რაც საყურადღებოა“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. დღეს აჭარაში 92 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. სტაციონარში მკურნალობას გადის 504 პირი, ხოლო კოვიდკარანტინში იმყოფება 456 პაციენტი. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება, ამოქმედებულია ონლაინ კლინიკა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)