|
2020-09-19 23:26:16, 1205 ნახვა
სამხედრო
„ყველაფერი საუკეთესო ჯარს“ - ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა
დღეიდან, ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ. ახალქალაქში მდებარე ძველი, საბჭოთა ბაზა უახლეს ინფრასტრუქტურად იქცა - შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მზად არის ერთ ნაკადზე 800, როგორც საკონტრაქტო, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტი მიიღოს და მოამზადოს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა. მისი თქმით, კურსის გავლისა და ფიცის დადების შემდგომ, რეკრუტებს ჯარში დახვდებათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უმაღლესი სტანდარტების უნიფორმა და ფეხსაცმელი, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა, განახლებული შეიარაღება, წვრთნისა და განათლების ახალი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სოციალური უზრუნველყოფა. 2015 წლის 3 სექტემბერს, ცენტრს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა, ხოლო 19 სექტემბერი, ცენტრის დღედ გამოცხადდა. დღემდე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი განლაგებული იყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ „ალგეთის“ საწვრთნელ ბაზაზე. საბრძოლო მომზადების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში, სადაც თავდაცვის ძალების ყველა სახეობისათვის მომავალ ჯარისკაცებს ამზადებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა 10 კვირაა, რომლის მიმდინარეობისას, რეკრუტი სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში ემზადება და საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება. იგი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმითა და საველე აღჭურვილობით, სამედიცინო დაზღვევითა და განთავსებით. პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. დაარსების დღიდან დღემდე საწყისი საბრძოლო მომზადება რამდენიმე ათეულმა ათასმა რეკრუტმა გაიარა. საზეიმო ცერემონიალი წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ზაზა ფერაძის შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
მაჭავარიანი- ხელისუფლება იცავს ყველაფერს, რაც ქართულ გენეტიკაშია კოდირებული
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)