|
2020-09-19 17:10:01, 583 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ
"თქვენი მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევძელით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება და ახლა გვაქვს გამოცდილება, გვყავს ძლიერი განახლებული გუნდი, ძლიერი ლიდერებით და ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენი მხარდაჭერით მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხონში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. არჩილ თალაკვაძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიღწეულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ შევძელით ბიზნესის თავისუფლების დაცვა. დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრება არის დაცული. ჩვენ შევძელით ყველაზე უკეთ ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მისი უფლებების დაცვაზე. მნიშნელოვანია, რომ დღეს სახელმწიფო არის სამართლიანი თავის მოქალაქეებთან ურთიერთობაში და არჩევნებსაც ზუსტად ასე ვატარებთ. ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული რეფორმები იმისთვის, რომ თქვენი კონტროლი ხელისუფლებაზე და თქვენი კონტროლი მმართველობაზე გაიზარდოს და თქვენი ჩართულობა სახელმწიფო მართვის პროცესში იყოს კიდევ უფრო ეფექტური. იქნება ეს ბიუჯეტის დაგეგმვა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები თუ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც იღებს პარლამენტი. სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გამოხატავს თქვენს ნებას და თქვენს გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება საქართველოს პარლამენტში და პარტიების საქმიანობაში. ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა, ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ გვქვს ხედვა ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმ საქმეების განხორციელებას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ხონს, იმერეთს და ჩვენს ქვეყანას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეების საუკეთესო არჩევანი იქნება. "მინდა მხარი დავუჭირო ბატონ გივი ჭიჭინაძეს, ვისთან ერთადაც უკვე წლებია ვიმუშავეთ. ის იყო გუბერნატორი, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. ის არის თავისი ქვეყნის გულანთებული მხარდამჭერი და თავისი ქვეყნის ღირსების, კულტურის და მემკვიდრეობის დამცველი. სწორედ ამიტომ ჩვენ მას ვენდობით, მხარს ვუჭერთ და გვჯერა, რომ ის თქვენი მხარის, თქვენი კუთხის საუკეთესო არჩევანი იქნება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)