|
2020-09-19 15:34:52, 739 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის უმასპინძლა
ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვიურტემბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, დოქტორი ფრანკ ოტფრიდ იული ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ეპისკოპოსმა ბოლნისის ახალი მუზეუმი და ძველი გერმანული უბნები დაათვალიერა. ეპისკოპოსმა, დელეგაციის სხვა წევრებთან, ვიურტემბერგის მხარის საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტთან, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს მარკუს შოხთან და პასტორ ირინა სოლეისთან ერთად ყოფილი სომხური სკოლის სარეაბილიტაციაო სამუშაოებიც მოინახულა, სადაც ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. ეპისკოპოსს მეგზურობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა გაუწია. ვიზიტის დასასრულს კი ფრანკ ოტფრიდ იულიმ ბოლნისის ლუთერული სამრევლო სახლიც მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ფრანკ ოტფრიდ იულიმ საქრთველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან უკვე გამართა. „მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიურტემბერგის მხარის ეპისკოპოსს ბოლნისში, ძველ გერმანულ ქალაქში ვუმასპინძლეთ, ქალაქში, რომელიც მე-19 საუკუნეში სწორედ ვიურტემბერგიდან ჩამოსულმა გერმანელებმა დაარსეს. ქალაქი ბოლნისი ქართველი და გერმანელი ერის მეგობრობის სიმბოლოა და ჩვენ თოთოეულ სტუმარს გერმანიიდან დიდი სიყვარულით ვმასპინძლობთ. დღეს ეპისკოპოსს ისტორიული უბნები და ბოლნისის ახალი მუზეუმი დავათვალიერებინეთ და მას ჩვენი მუნიციპალიტეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გავაცანით. ეს ვიზიტი ვფიქრობ, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)