|
2020-09-18 22:25:53, 1149 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი 2020” და მომავალ წელს დაგეგმილი „მტკიცე სული” არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მკაფიო მაგალითი
მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა, წარჩინებული სამხედროები კი, საშტატო იარაღით დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი წვრთნების საქართველოში ჩატარება და ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა მათ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს. „აღნიშნული სწავლებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის, უხილავი გამოწვევის მიუხედავად, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება, ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, პარტნიორებთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ჩვენი მტკიცე პარტნიორობა. ამ პარტნიორობას სწავლების განმავლობაში მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული ნდობა კიდევ უფრო მყარს ხდის” , - განაცხადა მინისტრმა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, რაც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა მომავალ წლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზე, „მტკიცე სულსა“ და ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)