14:12 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 16:51:10, 3949 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - არჩევნებზე ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის

„არჩევნებზე ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის“, - ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.

ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემილოგიური პროტოკოლი.

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა

ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც უზრუნველყოფენ პანდემიის პირობებში რისკჯგუფებში არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას.

ჩართულ მხარეებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით გაწერილია კენჭისყრის დღეს ჩასატარებელი ყველა აუცილებელი მოქმედებები. როგორიცაა თერმოსკრინინგი, პირბადე, დეზინფექცია და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინეტი ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვით იქნება მოწყობილი. ამასთანავე არ დაირღვევა ფარულობის პრინციპი.

რაც შეეხება ამომრჩევლენის უბანზე შესვლის წესებს, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა ვალდებულია ეკეთოს პირბადე. არ ქონის შემთხვევაში უზრუნველყოფს ადმინისტრაცია. ასევე ყველა ამომრჩეველს ექნება ინდივიდუალური კალმისტარი.

ახალი დადგენილებით განსაზღვრული წესების შესახებ დოკუმენტის ნახვა ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics