|
2015-09-15 17:56:46, 1211 ნახვა
სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სოფელს ესტუმრნენ
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სოფელს ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ „კათარზისისა“ და ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ ბინადრებს პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები და სხვადასხვა სახის კვების პროდუქტი გადასცეს. მოხუცები და ბავშვები ჯარისკაცებთან შეხვედრით და საუბრით კმაყოფილები დარჩნენ. ასაკოვნებმა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენეს, ბავშვები კი ჯარისკაცების ცხოვრებით დაინტერესდნენ და სამხედრო ნაწილებში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მასპინძლებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პროფესია - ჯარისკაცი სოციალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს და ქველმოქმედება სამხედროებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. მათივე თქმით, თავდაცვის უწყებისთვის არა მარტო მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, არამედ, მათი მორალური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)