|
2020-09-18 11:32:39, 583 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ნათია თურნავა ჩაფლავებული „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრია
„ნათია თურნავა არის ჩაფლავებული „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოცხადებას. როგორც მან აღნიშნა, „ევროპულ საქართველოს“ დღეს მინისტრთან კითხვები იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით ექნება, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანა. „ „ევროპული საქართველოს“ გუნდმა დღეს პარლამენტში დაიბარა ეკონომიკის მინისტრი, მასთან გვაქვს კონკრეტული კითხვები. ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღებს კოვიდთან დაკავშირებით და შეიწირეს ეკონომიკა, ასევე იმ დილემას, რის წინაშეც აღმოჩვდით დღეს ყველანი, რომ ერთხიმხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულაედ განადგურებულია და მეორე მხრივ, გვაქვს მატება ინფიცირებული ადამიანების. ჩვენი კითხვები ეხება იმ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც ამ ჩაფლავებულმა გუნდმა შეიყვანა ქვეყანა. სწორედ დღეს გამოჩნდება, მათ შორის, რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძმე მდგომარეობაში, როგრშიც დღეს ჩვენ ვართ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)