|
2020-09-17 18:33:30, 900 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა გახსნეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართული ფერმერული ბაზრობა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მონაწილეებს, მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს. საქართველო გამორჩეულია კულინარიული ტრადიციებით და გასტრონომიით, რაც დღეს, მსოფლიოში, ტურიზმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენ ქვეყანას განსაკუთრებული უპირატესობა გააჩნია და ჩვენი მიზანია ქართული გასტრონომიული სიმდიდრე მსოფლიოს გავაცნოთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობაზე, არა მხოლოდ როგორც ცალკე დარგის განვითარებაზე, არამედ ზოგადად, სოფლის განვითარებაზე, რაც სოფლის მეურნეობასთან სხვადასხვა სექტორის კავშირს გულისხმობს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პროდუქციის წარმოება - გადამუშავების ხელშეწყობის, ისე სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის, აგროტურიზმის, გასტროტურიზმისა და ღვინის ტურიზმს განვითარების მიმართულებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ეკოტურიზმის განვითარებაა, რადგან საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეკოტურიზმი ქართული ბუნების მრავალფეროვნების გაცნობის საუკეთესო შესაძლებლობაა. დღეს, სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის მოწყობილ ბაზრობაზე, ადგილობრივი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან წარმოადგენენ როგორც ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ასევე ქართული რეწვის ნიმუშები, რაც ჩვენი სამინისტროს პოლიტიკას პირდაპირ ეხმიანება. მოხარული ვარ, რომ საქართველო მსგავსი მაღალი დონის ღონისძიებას მასპინძლობს, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას სოფლად“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიმართა. სასოფლო-სამეურნეო გამოფენა, საქართველოს ბანკის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა თბილისში 16-17 სექტემბერს გაიმართა.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)