|
2020-09-17 14:30:16, 684 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე IRI-ის კვლევაზე - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 80% ოპოზიციურადაა განწყობილი და ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს
გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 80% ოპოზიციურადაა განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარცევნო კვლევის შედეგებს. მისი თქმით, მოქალაქეთა ნაწილი ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვას, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში დაშინებული არიან. „გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგებთან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რაოდენობა როდესაც თქვენ ასახელებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე ან არ გადაუწყვეტიათ ჯერ ვის მისცემენ ხმას. დარწმუნებული იყავით, რომ 80% არის ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. საქართველოს მოქალაქე ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვას, რადგან ე.წ. „ქართული ოცნების“ პირობებში არის უკიდურესად დაშინებული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)