|
2020-09-17 12:24:15, 568 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა და გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომლის თანახმად, ამ თვეში აღდგება ფრენები Wizz Air-ის მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. კახიძის თქმით, ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც თავისი არათანმიმდევრული და მავნებლური გადაწყვეტილებებით აზიანებს ეკონომიკას. „მანვე, მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგებოდა 1 ივლისიდან. ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ტურიზმის სექტორმა გადაწყვიტა ამუშავება, მაგრამ მინისტრის სიტყვა აღმოჩნდა მტკნარი სიცრუე და კიდევ უფრო მეტი ზიანი მოუტანა ეკონომიკას. ოცნების ხელისუფლებამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ფრენები არ განაახლა მაშინ, როდესაც საქართველოში ფიქსირდებოდა ვირუსის საშუალოდ 20 შემთხვევა და ახლა, როცა დღეში გვაქვს 150 შემთხვევა, საუბრობენ საჰაერო სივრცის გახსნაზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას მართავს არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც თავისი არათანმიმდევრული და მავნებლური გადაწყვეტილებებით აზიანებს ეკონომიკას, ხალხს აკარგინებს სამუშაო ადგილებს, აუფასურებს ეროვნულ ვალუტას, ხელს უწყობს ფასების ზრდას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გახსნას საჰაერო სივრცე რეგულარული ფრენებისთვის. ასევე დადგეს ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი გადაწყვეტილებითაც ჩავარდა ივლისი-აგვისტო-სექტემბრის ტურისტული სეზონი და ზიანი მიადგა სექტორში დასაქმებულ ჩვენ მოქალაქეებს. რაც შეეხება ქ-ნი თურნავას მიერ ნოემბრის თვის დაგეგმვას, ამ საკითხზე იმუშავებს უკვე ახალი, ევროპული კოალიცია, რომელიც ქვეყანას მოუტანას გარდამტეხ ცვლილებებს და წაიყვანს წინ“, - განაცხადა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)