13:28 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 11:54:02, 577 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და გვჯერა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობასა და მინისტრთა კაბინეტს.

როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მმართველმა გუნდმა განახორციელა ფუნდამენტური და დემოკრატიული რეფორმები, რათა მომდევნო პარლამენტი უფრო დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული იყოს.

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, ხარჯავს ნაკლებ დროს და ენერგიას ურთიერთდაპირისპირებაზე, მაგრამ ხარჯავს მეტ დროს და ენერგიას დისკუსიაზე, სწორი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაზე, ხელს უწყობს პოლიტიკაში თანამშრომლობას და არა დაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ, წინა არაერთი კამპანიის დროს თუნდაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვაჩვენა. დღესაც ისინი აგრძელებენ დაპირისპირებას და აგრძელებენ დესტრუქციას, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოზიციური კამპანია, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევძლებთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს კიდევ უფრო მეტად მშვიდი, საქმიანი და თანამშრომლობაზე მიმართული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics