|
2020-09-17 11:31:59, 637 ნახვა
ეკონომიკა
რა კრიტერიუმებით შეირჩა ახალი გზის ასაშენებლად ქვეშეთი-კობის ლოკაცია - ჩატარებული კვლევების შესახებ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სულ მალე, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის განხორციელებას დაიწყებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებს. პირველ რიგში კი, საცხოვრებელ პირობებს გაუუმჯობესებს ადგილობრივებს. მიუხედავად ამისა, არაერთხელ დაისვა კითხვა, თუ რა ალტერნატივები არსებობდა ამ ტერიტორიაზე გზის აშენების დაგეგმვისას და რა კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა ქვეშეთ-კობის ლოკაცია. ამ კითხვაზე დეტალურად პასუხი გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ გასცა. მისი განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტირებისას არაერთი კვლევა ჩატარდა და გზების დეპარტამენტმა, სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე მონაკვეთი დეტალურად შეისწავლა. „თავდაპირველად, კვლევების შედეგად გამოვავლინეთ 30-ზე მეტი ალტერნატივა, ნულოვანი ალტერნატივის ჩათვლით. ნულოვანში ვგულისხმობ ვერსიას, რომ არაფერი შეიცვალოს და დარჩეს არსებული გზა. მომდევნო ეტაპზე კიდევ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გეოლოგიური, გეოტექნიკური, ვულკანური, გარემოსდაცვითი, სოციალური და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ეს გარდაისახა მულტიფუნქციურ ანალიზში, რომლის შედეგადაც, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, კიდევ შევამცირეთ ალტერნატივათა სია, გავაკეთეთ საბოლოო შეფასება, რომლის საფუძველზეც, ქულების მინიჭების მეთოდით, შევარჩიეთ ერთადერთი და ყველაზე სწორი ვარიანტი. სწორედ ამ პროცედურების გავლით, ასეთი სიღრმისეული ანალიზის ჩატარების შედეგად, წარმოიქმნა და დამტკიცდა ის მარშრუტი, რის განხორციელებაზეც ვსაუბრობთ დღეს,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული გზა გადის ათ სოფელზე, რომელიც ზამთარში, კლიმატური და რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მოწყვეტილია გარე სამყაროს და, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები სამედიცინო მომსახურებასაც ვერ იღებენ. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამ გზით ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ჩნდება.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)