|
2015-01-28 18:42:45, 714 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურების 9 თებერვლამდე წარდგენას ითხოვს
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომპეტენტურ პირებს მოუწოდა, 9 თებერვლამდე უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატებზე საკუთრი მოსაზრებები წარმოადგინონ. მარგველაშვილმა ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვაცხადებ შემდეგ ნაბიჯს და უკვე საზოგადოებას, პროფესიულ წრეებს, იმ ხალხს ვინც არის კომპეტენტური ამ სფეროს მიმართულებით, ვთხოვთ, 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ უკვე თავიანთი მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. ბუნებრივია შემდგომ ამ კანდიდატურების სიას გაცხრილავს და ჩამოაყალიბებს შეხედულებას ადმინისტრაციაში შექმნილი კომპეტენტური კომისია. ამის შემდეგ კი შედეგებს გაუზიარებს ისევ საზოგადოებას“, - აღნიშნა მარგველაშვილმა. მან უზენაესი სასამართლოს კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესი აქამდე არ ყოფილა. „უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ ქართული საზოგადოებისათვის აქამდე არ ნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა პოლიტიკური ძალა, ექსპერტული საზოგადოება და გავხსენით ამ მიმართულებით ფართე დისკუსია. მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი საზოგდოება, მათ შორის პოლიტიკური პარტიები ფაქტიურად თანხმდებიან ერთი და იგივე კრიტერიუმებზე. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციური ძალაც ჩვენ ფაქტიურად ერთ ხედვაზე გველაპარაკებიან. განსხვავებული პატარა დეტალები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჯამში ეს არის ერთი კრიტერიუმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ღია და გამჭვირვალე პროცესი სასამართლოს მიმართ ნდობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია. „მე მინდა ხაზი გავუსვა ასევე იმას, რომ ასეთი ღია , გამჭვირვალე და უპრეცედენტო პროცესი მნიშვნელოვანია სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი ასამაღლებელია, როდესაც სასამართლო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის უნდა გახდეს სანდო ინსტიტუტი და ჩემი აზრით საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში განავითარებს იმ რეფორმების მიმართ ნდობას, რომელიც ჩვენი სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელედეს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)