|
2020-09-16 18:20:41, 1117 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა. ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) როლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერებაში და ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს, რაც მიმდინარე წლის 9 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გამართულ საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეშვიდე შეხვედრაზე იქნა განხილული.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)