|
2020-09-16 13:36:46, 948 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ
„ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე ასევე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა, რომელსაც ისტორიაში პირველად, საქართველო მასპინძლობს. „გვეამაყება, რომ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე, იმითაც, რომ საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია საფრთხეების მართვა და რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ. პირველ რიგში, ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებას საქართველოში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)