|
2020-09-16 12:54:34, 995 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ შეთანხმება გააფორმეს
ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მათი განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით უამრავი რეფორმის განხორციელებას. „ზემოთ ნახსენები შეთანხმება არის ოპოზიციის მიერ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე რაუნდი. პირველი მარტში გაიმარა , რომელიც სასამრთლოების რეორგანიზაციას ეხებოდა. ხელმოწერის მსურველი პარტიებისთვის ეს ფორმატი ღიაა. ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა,თუნდაც ხელმომწერებს მომავალში დაემატოს. შეთანხმების ძირითადი მიმართულებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო 1. პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება; 2. თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს; 3. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა. პროკურატურა 1. ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას; 2. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; 3. ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა. სუს-ი 1. სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება; 2. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა“, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)