|
2020-09-16 10:24:55, 1200 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ქართველ მევენახეებს კომპენსაციის სახით დამატებით 80-თეთრს ჰპირდება
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მევენახეებს მიმართავს და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ კომპენსაციას ჰპირდება. როგორც ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, 30 თეთრს, რომელსაც მთავრობა აძლევს მევენახეებს, ოქტომბრის ბოლოს კიდევ 80 თეთრი დაემატება. „ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30 თეთრის ოდენობით. ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი ეს თანხა 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების! ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის“, - აღნიშნავს სააკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)