17:25 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 19:37:55, 1827 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში

„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესს  გუნდთან ერთად, შემუშავებული კომპლექსური ხედვით ხელმძღვანელობდა, რომელიც, ძირითადად, ჯარისკაცებზე ზრუნვას ეფუძნება. ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა სამხედროების ხელფასების ზრდაზე, მათი სოციალური პირობების, სამედიცინო დაზღვევისა და ჯარში კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მან ყურადღება გაამახვილა მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის დაწყების პროცესზე, ასევე, ნატოს სტანდარტის სამხედრო ფორმებითა და ბათინკებით სამხედროების უზრუნველყოფაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა ჯარის შეიარაღებასა და საბრძოლო მომზადებისკენაა ორიენტირებული.

„ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების შესყიდვა, დავამატეთ „ჯაველინები“, „მ4“-ები, რომლითაც ჯარის სრული აღჭურვა მოხდება, გავაფორმეთ კონტრაქტი ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელთან". ერთ წელიწადში ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სრულად მოდერნიზებული იქნება. ასევე, დავიწყეთ ავიაციის აღდგენა“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, იგეგმება ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარება.

„ჩვენ გვინდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს იქნება „დრონების“, უფრო სერიოზული ჯავშანტექნიკის წარმოება და არა ის სათამაშო, რითაც სააკაშვილი ამაყობდა. ჩვენ ყველა მიმართულებით 100%-იანი გაუმჯობესება გვაქვს“ , - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics