|
2020-09-12 16:18:05, 1793 ნახვა
პოლიტიკა
შალვა კერესელიძე - გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ რა მდგომარეობა იყო ყაზბეგში და ახლა ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარება ეს მშვენიერი და დალოცვილი მხარე
ღრმად მწამს, რომ მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, როცა ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ მოქმედებენ,- ამის შესახებ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძე, ყაზბეგში მისი კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა. როგორც კერესელიძე აღნიშნავს, მისი გუნდის პრიორიტეტი მაღალმთიანი რეგიონების, სოფლების და ხეობების მხარდაჭერა იქნება. „ხევი თავისი ისტორიიდან გამომდინარე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო დასაყრდენი კუთხე და მხარე. ამიტომაც იყო, რომ ხევი და დარიალის ხეობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. აქ არის ხალხი შესანიშნავი ბუნებით, ტრადიციებით და ამიტომაც არის, ჩვენი ქვეყნის ისტორიას რომ გადავხედოთ, უხვადაა მაგალითები მოხევეების გმირობის, თავდადების, ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე, მაგრამ არ არსებობს არცერთი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, სადაც იქნება დაფიქსირებული მოხევეების მხრიდან ღალატი. ისინი ყოველთვის ქვეყნის მიმართ უსაზღვრო სიყვარულითა და ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მართლაც განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს ხევში, განსაკუთრებული მეგობრობაც იცით და განსაკუთრებული ერთგულებაც. ტრადიციებსაც განსაკუთრებულად იცავთ და ქვეყანასაც. ჩემთვის, როგორც პარტია ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის და ჩემი გუნდისთვის, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება მაღალმთიანი ხეობების და სოფლების მხარდაჭერა. ამ მხრივ დამეთანხმებით ბევრი რამ გაკეთდა ყაზბეგში. განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული კუთხით. არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ტურიზმზე. ტურიზმმა გამოაცოცხლა ყაზბეგის მთელი მუნიციპალიტეტი. ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ჩემს კოლეგებთან, რომ ყაზბეგი არის შესანიშნავი კლასიკური მაგალითი, როგორ შეიძლება მაღალმთიან ხეობაში ადამიანებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღირსეულად. გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ყაზბეგში რამდენიმე წლის წინ და ახლა, ყველა კარგად ვხედავთ, როგორ სწრაფად ვითარება ეს მშვენიერი და დალოცვილი მხარე. ეს სწორედ ტურიზმის დამსახურებაა. მაღალმთიანი რეგიონების, სოფლების და ხეობების მხარდაჭერა იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ შევქმნათ ის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები და პროექტები, რომელიც უშუალოდ ორიენტირებული იქნება მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებაზე, ახალგაზრდების დამაგრებაზე და ხევის განვითარებაზე. მე ღრმად მწამს, რომ მოხევეები კიდევ ერთხელ მიიღებენ ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის, როცა ქვეყნის, ხელისუფლების და ხალხის სასარგებლოდ მოქმედებენ. მჯერა, პარტია „ქართული ოცნება“ მთელი ყაზბეგის მასშტაბით გაიმარჯვებს ღირსეულად და ჩვენ 31 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ ძალიან დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენს რეგიონში თითოეულ მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან დიდი და ძლიერი გუნდი“,- განაცხადა კერესელიძემ.
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)