11:55 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 21:16:57, 2375 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესა და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალში" იმყოფებოდნენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის" მხარდაჭერით შეიქმნა.

კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

სასტუმრო კომპლექსის მფლობელობაშია მევენახეობა და ღვინის ქარხანა, რომელიც 18-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპლექსის მფლობელმა მიხეილ შეყრილაძემ „ქართული ოცნების" ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, „ვილა მოსავალი" წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით შექმნილი პროგრამების კონკრეტული შედეგები ყველა რეგიონში ხელშესახებია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics