|
2020-09-11 15:20:30, 3304 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში პირველად გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „State and IT Eurasian Forum“
2020 წლის 15-16 სექტემბერს, თბილისში სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, გაიმართება ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“. ფორუმი ორგანიზებულია აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. ფორუმი თავს მოუყრის IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს. COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი გაიმართება უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთი ნაწილი ისაუბრებს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფება, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შემოუერთდება. ღონისძიების პირდაპირი ეთერი საშუალებას მისცემს თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ადევნოს თვალი ფორუმის მსვლელობას. ფორუმის მთავარი მომხსენებელი იქნება პროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი. ფორუმის დადასტურებულ გამორჩეულ მომხსენებლებს შორის ასევე იქნებიან: არკადი დობკინი - EPAM Systems, პრეზიდენტი (აშშ); დოქტორი კაუშ არჰა - USAID სტრატეგიული ჩართულობის უფროსი მრჩეველი; დოქტორი გრიგორი ასმოლოვი - კინგს კოლეჯი (UK); სებასტიან მოლინესი - მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი (USA); ალექსანდრე ბორნიაკოვი - ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე (Ukraine); ვიტალი ტარლევი - ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი (Moldova); პაველ კოკტიშევი - ნაციონალური საინფორმაციო კომუნიკაციების ჰოლდინგის „ZERDE” საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (Kazakhstan); ირაკლი ნადარეიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (Georgia); ნიკოლოზ გაგუა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (Georgia); თამარ ქიტიაშვილი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე (Georgia); ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე. StrategEast State and IT Eurasian Forum - ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
წელს ფორუმის წამყვან თემად შეირჩა "ტექნოლოგია, როგორც წამალი" - ფორუმის მონაწილეები IT ინდუსტრიას განიხილავენ, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ფორუმის განრიგი: გახსნის ცერემონია - 15 სექტემბერი, 18:00 სთ. პლენარული სესიები - 16 სექტემბერი 9:30-18:30 სთ. ღონისძიების ადგილი: სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, პირველი რესპუბლიკის მოედანი # 1. ფორუმის ორგანიზატორი: StrategEast center (USA) საკონტაქტო: vakhtang.asanidze@strategeast.org მონაწილეთა და და ფორუმის დღის წესრიგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://Forum.strategeast.org/Forum-2020/
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)