|
2020-09-10 18:33:46, 2137 ნახვა
პოლიტიკა
ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მომზადდა. „კანონპროექტის ძირითად მიზანს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირება წარმოადგენს და სრულად ასახავს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს. კანონპროექტზე მუშაობა სამინისტროში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტები. უნდა აღინიშნოს, რომ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი სრულიად ახალ მიდგომებს ადგენს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კუთხით“, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ნინო თანდილაშვილმა. ახალი რეგულაციებით, პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება, სამინისტროსთან შეთანხმებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გარემოს აღსადგენად, ამასთან, თავად გაიღოს სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხები. პირი ვალდებული იქნება გარემოზე ზიანის მიყენების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები მოსალოდნელი ზიანის აღმოსაფხვრელად. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს ჩამოუყალიბდეს მაღალი პასუხისმგებლობა, ორიენტირებული იყოს გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე და მობილიზებული ჰქონდეს გარკვეული ფინანსური სახსრები დაზიანებული გარემოს აღსადგენად საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად. „კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ეფუძნება პრინციპს - „დამბინძურებელი იხდის“. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)