09:32 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 11:26:41, 3042 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე სააკაშვილის განცხადებაზე - მარტო სადღეგრძელო საკმარისი ნამდვილად არ არის

„მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი, ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებაში ნახსენები არაა ის კონკრეტული გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დაიძლიოს.

„სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორი არის მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი. თუმცა არ იყო ნახსენები ის კონკრეტული გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ეს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ.

მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი, ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი და არა უბრალოდ სადღეგრძელო თუ რა გვინდა, რომ მოხდეს მომავალში”, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics