|
2020-09-08 10:24:39, 3416 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი ზესტაფონში ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ მეტყევეებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზესტაფონში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, მეტყევეებს შეხვდა. „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ინტენსიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. „ქვეყანაში აქტიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომელიც სატყეო მეურნეობის განვითარებას ითვალისწინებს. ხე-ტყის დამზადების ახალი პრაქტიკა საშუალებას მოგვცემს, მომავალში, სოციალური ჭრა ეტაპობრივად შევცვალოთ ისეთი ტიპის მომსახურებით, რომელიც უფრო კომფორტული იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და შესაძლებლობას მოგვცემს, ყველა მსურველი ალტერნატიული ენერგიით მოვამარაგოთ. საუბარია ალტერნატიულ ბიომასაზე, მათ შორის ბრიკეტებზე, რომელიც ეკოლოგიურად მისაღები, თანამდროვე საწვავი საშუალებაა. საქმიანი ეზოები საშუალებას მოგვცემს, ის უამრავი ბიოლოგიური ნარჩენი, რომელიც ტყეშია გამოვიტანოთ და ერთი მხრივ, ტყის სანიტარული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და მეორე მხრივ, მოსახლეობას შეშის ალტერნატიული პროდუქტი შევთავაზოთ. ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, სააგენტოს მიზანი სოციალური ჭრის სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლებაა. ზესტაფონის ახლადშექმნილი „საქმიანი ეზო“ დაახლოებით 30-მდე სოფელს მოემსახურება და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს მოსახლეობას ხე-ტყის შეძენას. ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში და სოფელ ლისში. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)