|
2015-01-28 16:21:52, 852 ნახვა
პოლიტიკა
საგანელიძე: გავრცელებული ვიდეოჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული სერიალია
„გავრცელებული ვიდეოჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დადგმული სერიალიაა“,-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. საგანელიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ძალიან გამოცდილი და ნიჭიერი სცენარისტია. „გუშინდელმა ჩანაწერმა გარკვეულწილად დამაფიქრა და ჩემი დასკვნები გამაკეთებინა, მაგრამ დღეს დამატებით გავრცელებულმა კიდევ ერთმა ვიდეოჩანაწერმა მაფიქრებინა, რომ ეს ნაცმოძრაობის სერიალია და როცა ამ სერიალს დგამს ინტიგებში და პიარში გამოცდილი პოლიტიკური ძალა უკვე მაფიქრებინებს, რომ ეს მათი დადგმული ერთი დიდი სცენარის ნაწილია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ, რადგან ამ პარტიაში ბევრი „ძალიან გამოცდილი და ნიჭიერი სცენარისტია“, ასეთი ხერხით „ნაციონალურ მოძრაობა“ ფიქრობს რა სიბინძურე გააკეთოს და რა ძალებით ებრძოლოს ხელისუფლებას. შეიძლება ის ქალბატონი გუშინდელ ვიდეოში არ იყო მსახიობი, მაგრამ მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გაამსახიობონ, გააკეთებინონ და ათქმევინონ ის რაც, მათ სურთ და შემდეგ კი ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“,-განაცხადა საგანელიძემ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ქალბატონი პატრულის თანამშრომელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)