|
2020-09-07 14:39:11, 4827 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ბოლნისის რესურსების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისის რესურსების რუკის“ პრეზენტაცია შედგა. „ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებმა, ივანე ერისთავმა და ლაზარე გობეჯიშვილმა საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. „ბოლნისის რესურსების რუკა“ წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ ტურისტულ საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც რეგიონით დაინტერესებულ ადამიანებსა და სხვადასხვა ჯგუფს მათთვის საინტერესო ინფორმაციას მიაწვდის. პრეზენტაციას მოქალაქეები, ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების პროცესში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ. ვფიქრობ, საინფორმაციო პლატფორმა „ბოლნისის რესურსების რუკა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაგვეხმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტი მეტად ცნობადი და ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. რაც მთავარია, ეს პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა მიმართულებით, მუნიციპალიტეტის რესურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტად ღირებულს ხდის. „ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებს გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველვის მზადაა გვერდში დაუდგეს ახალგაზრდებს და დააფინანსოს მათ მიერ შემოთავაზებული საინტერესო პროექტები“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)