08:33 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 15:34:53, 2640 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი NDI-ის განცხადებაზე - არჩევნებზე პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება

„პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება",- ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებზე  საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

 ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება საერთაშორისოს დამკვირვებლებს დეზინფორმაცია მიაწოდოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ინფორმაციის გაანალიზება, რათა მოხსენებებში არ გაიპაროს სიცრუე.

„წინასაარჩევნო პერიოდში სხვა მიმართულება არ არსებობს. არსებობს მედია, წინასაარჩევნო კამპანია და  ხელისუფლების მოქმედებები. სხვა დასაკვირვებელი არც არაფერი არ არის. ფაქტია, რომ მედიის თავისუფლების რეიტინგში საქართველო არის მოწინავე ადგილებზე მსოფლიოში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებით, რაც რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ოპონენტებს. ყველაფერს შეეცდებიან, რათა დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. პროფესიონალური დაკვირვება დისტანციითაც შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია გაანალიზდეს და სრულად იქნას გაფილტრული, რათა ჩვენი ოპონენტებისათვის ჩვეული სიცრუე არ გაიპაროს რომელიმე მოხსენებაში",-განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics