08:33 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 12:56:04, 2435 ნახვა

პოლიტიკა
ასლან ბჟანია - „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მედია apsnypublic.ru ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებას დაევალა „სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს“.

ასლან ბჟანიამ ილორის ეკლესიისთვის ხატის გადაცემის ფაქტს ჰუმანიტარული მისია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება არავისთან შეთანხმებულა.

საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით, შეხვედრას 30 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა.

როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა და ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო.

„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საქანია თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც საქანია აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.

თავის მხრივ პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ალიანსის წარმომადგენლების დე ფაქტო აფხაზეთის აღიარების საკითხი შეხვედრაზე არ უხსნებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics