|
2015-01-28 16:05:46, 1776 ნახვა
პოლიტიკა
საგანელიძე: პრემიერის შეცვლის საბაბს ვერ ვხედავ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ბახტაძემ უნდა შეცვალოს. როგორც საგანელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის შეცვლის საბაბს ვერ ხედავს. „ქვეყანაში ბუნებრივია იქნება გარკვეული პრობლემები, ხარვეზები, იმის ფონზე რა წარმატებებიც არსბეობს. ცხადია მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო იქნება, რაღაც არ მოეწონებათ, მაგრამ უნდა შევხედოთ იმ დინამიკას, თუ საიდან მოდის პრობლემები და საით მიემართება ისინი. მე ვერ ვხედავ პრემიერის ცვლილების საბაბს. გავიმეორებ ჩემს ფრაზას - „მელას რაც ელანდება ის ესიზმრებაო“ და იქიდან მოდის ეს ყველაფერი. პატივს ვცემ მამუკა ბახტაძეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრემიერი უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)