08:34 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 16:58:56, 2403 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი - კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს

“კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების  გამოძახილია. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს” , - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარტივი დასადგენია საიდანაც მომდინარეობს ეს შეტავა.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა-გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები, ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს, გარკვეულწილად არის ეს კიბერშეტევა გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს.

რაც გამოქვეყნებულია რაღაც საიტზე, მონაცემები, მნიშვნელოვანწილად შეიძლება ასე ითქვას, ძირითადად არის უზუსტობა. ასეც რომ არ იყოს, პირადი მონაცემები, ადამიანების არის რასაკვირველია ხელშეუხებელი, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების თემას, კიბერშეტევებისგან დაცულია. ყოველ შემთხვევაში, ეს შემოტევა მოგერიებულია. საფრთხე ყოველთვის არის. ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება. ნებისმიერ ქვეყანაზე შეიძლება კიბერშეტევის მიტანა.  რეალურად ძნელია, მაგრამ დასადგენია წყარო, საიდანაც მომდინარეობს ეს შეტევა",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics