08:34 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 13:51:16, 2442 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - კომედიური ჟანრიდანაა, როცა ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს პანდემიის მიზეზით სახლში ჩაკეტავს და მომხრეებს ხმის მისაცემად გამოუშვებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ კომიკური უწოდა ოპონენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ  ხელისუფლებამ პანდემია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს წინასაარჩევნოდ.

მისი თქმით,  ეს იგივე ჟანრია, როდესაც 500 მეტრიდან შეუძლია კოორდინატორს  ამომრჩეველს აზრი შეაცვლევინოს.

„ეს არ არის მოგონილი, ამას რეალურად ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თვალდაბინდებულებს ჭკუა არ მოეკითხებათ.

როგორ შეიძლება ხელისუფლება სარგებლობდეს ამ უბედურებით, რომელმაც მთელი მსოფლიო ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ან ხელისუფლება როგორ შეიძლება სარგებლობდეს ეკონომიუკური სიდუხჭირით, რომელიც კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილიც სწორედ იმ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშია ოკუპირებული, რომლებიც დღეს ამ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ყურადღების გადატანა არის მთავარი ამოცანა, როდესაც ამათი ჩადენილი ბოროტების უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ რაც დღეს ძალიან მძიმედ გვაწევს კისერზე, არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ნებისმიერ ოჯახს საქართველოში“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics