10:17 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 16:28:58, 3045 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო

კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა.

გრანტი სამინისტრომ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში მიიღო.

პროექტის ინიცირების ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„მოგეხსენებათ, სატყეო რეფორმა 6 წელია მიმდინარეობს. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი. დღეს უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი სატყეო კოდექსი. შესაბამისად, შეიქმნა ახალი საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ ტყე უკეთესად იმართოს, მართვის პროცესში მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი, შევინარჩუნოთ ტყის ეკოსისტემა, რათა გაუმჯობესდეს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობა. ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის მართვის პრინციპების განხორციელებისათვის, ქვეყანას სჭირდება რესურსები. კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ტყის დაცვის გაძლიერებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია,  საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, შესაბამისად, გერმანიის მთავრობა აქტიურად დაეხმარება საქართველოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. 

როგორც შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა განაცხდა, შვეიცარია დაეხმარება საქართვლოს განახორციელოს სატყეო რეფორმა, რომელიც უნდა იყოს წარმატებული, ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ საქართველოს მთავრობას დაეხმარება მიაღწიოს ამბიციურ პოლიტიკურ მიზანს, რომ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საშუალებით დაფაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყეების 1.8 მილიონი ჰა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას.

7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის,  ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და  თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი, ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი, იური ნოზაძე,  შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მუნიციპალიტეტების და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics