|
2020-09-01 18:26:52, 2353 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „ქართულმა ოცნებამ“ „მონსტრების კორპორაციად“ აქცია
სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ „მონსტრების კორპორაციად“ აქცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ფოთში, პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პოლიტიკური და იურიდიული ელიტა ვერ მიდის წინ, დგება დრო, როდესაც ხალხმა უნდა აიღოს მართლმსაჯულება. „არ იქნება ქვეყანაში კეთილდღეობა, არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა, არ იქნება ქვეყანაში თავისუფლება, არ იქნება ქვეყანაში განვითარება, თუ არ იქნება ერთი და მთავარი წინაპირობა და ეს გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში ამას ეხება იმიტომ, რომ თუ გინდა იყო სრულფასოვანი ადამიანი ქვეყანაში, თუ დაგჩაგრავს სისტემა, უნდა იცოდე, რომ არსებობს ერთი ადგილი, სადაც მიხვალ და იქ სამართალს იპოვი. ეს არის სასამართლო, რომელიც 30 წელია ჩვენ წრეზე ვბრუნავთ. სასამართლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ააშენა. სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „მონსტრების კორპორაციად“ აქციეს ამათ; ამან ჩამოშალა მთლიანად მართლმსაჯულება და ამან ჩამოშალა მთლიანად წესრიგი. იცით, რომ მე ზუგდიდში ვიყრი კენჭს და ის კვლავ კონტრაბანდამ და კრიმინალმა წაიღო. ყველაზე უფრო მგრძნობიარე კონტრაბანდის და კრიმინალის წინაღმდეგ სწორედ ზუგდიდია იმიტომ, რომ 90-იანი წლების სიმძიმე სწორედ ზუგდიდმა იწვნია. მაგრამ სასამართლო სჭირდება თითოეულ თქვენთაგანს და როდესაც პოლიტიკური და იურიდიული ელიტა ვერ მიდის წინ, დგება დრო, როდესაც ხალხმა უნდა აიღოს მართლმსაჯულება. ხართ თუ არა თქვენ მეგობრებო მზად, რომ თითოეული თქვენგანი ნაფიცი მსაჯული გახდეს მომავალ სასამართლოში? ამ გარდამტეხი ცვლილებების მერე პირველი, რაც უნდა გავაფართოვოთ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია. ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, რადგან სასამართლო ყველას უნდოდა ჯიბეში და ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომელზეც ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, - განაცხადა უგულავამ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)