|
2020-09-01 16:21:54, 8003 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის უწყება ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და სამხედრო სწავლებებს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულ თანხვედრაშია ნატო-ს რეკომენდაციებსა და პროცედურებთან. მხარეებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“, ასევე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზეც ისაუბრეს, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე მიუთითებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, ნატო-ს სახმელეთო ძალების სარდალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ნატოს დელეგაციის წევრების გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში გამართულ საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება. ნატოს სახმელეთო სარდლობის დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)