07:35 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 12:07:30, 2092 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი - ხდება კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობა“, მთავრობა ათასობით მოქალაქეს ქვეყანაში არ უშვებს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობა ათასობით მოქალაქეს ქვეყანაში არ უშვებს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით.

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება,  ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით მაშინაც კი თუკი ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. ამავე დროს, აკრძალულია „ვიზეარის“ ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში.

სწორედ მაშინ როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში,  ჩვენს ყურამდე მიდის კარანტინის გვერდის ავლის „ჩაწყობის“ შემთხვევები მათ შორის იმ ქვეყნებიდან სადაც ცუდი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა - მაგალითად რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა“, - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ პრეტენზია აქვთ არა ამ მოქალაქეებთან არამედ მთავრობასთან.

„თუკი შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა რომლებიც გამწვანებული ქვეყნებიდან მოემართებიან?“, - აღნიშნა კანდელაკმა.

მისი თქმით, დრაკონული აკრძალვების ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა.

„სულ ცოტა ხნის წინ „ვიზეარმა“ ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია“, - დასძინა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics