|
2020-08-31 19:13:17, 1668 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი პოლიტიკაში მიდის და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
დიპლომატი და იურისტი ლევან ბოძაშვილი რევოლუციური ინოვაციური გეგმით პოლიტიკურ პროცესში ერთვება და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ბოძაშვილი საკუთარ პროგრამას ახალი პოლიტიკური მოძრაობის „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერის რანგში განახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ახალი პოლიტიკური მოძრაობიდან აცნობეს, საკუთარ გეგმებზე ბოძაშვილი დეტალურად 1-ელ სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ისაუბრებს, სადაც, პარტიის ინფორმაციით, ასევე „რევოლუციურ პრეზენტაციას“ გამართავს, კერძოდ „ახალი სახელმწიფოს, ეროვნულ იდენტობაზე დამყარებულ, სუპერგანვითარებულ, „ნეოსაქართველოს“ სტრატეგიის პირველ ნაწილს წარადგენს“. „ნეოსაქართველო“ წარმოადგენს ტექნოლოგიურ და მმართველობით რევოლუციას ქვეყანაში, ეროვნული, ინდუსტრიული და ციფრული სუვერენიტეტის გზით - ეს არის ლევან ბოძაშვილის მთავარი მისიის განაცხადი. „საპროგრამო ამოცანები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის კრიპტომილიონერი მოქალაქის კონცეფციის დანერგვა, იაფი ენერგიის წყაროს შექმნა ილონ მასკთან ერთად და დიდ ჰიდრო ჰესებზე უარის თქმა, 75 სასწავლო ტექნოლოგიური ცენტრის შექმნა ქვეყნის მასშტაბით Google თან ერთად, გონიერი ქალაქებისა და მოქალაქის კონცეფციის დანერგვა ყველა დიდ ქალაქში IBM-თან ერთად, ინოვაციური ღრუბლოვანი ჰაბებისა და მონაცემთა ცენტრების აშენებას, ეკოლოგიური ურბანული სისტემის აწყობას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ამაზონის საწყობის აშენებას ლილოში, საქალაქო და ეროვნული ბლოკჩეინ პლებისციტებისა და არჩევნების დანერგვას, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროს სრული ტოკენიზაცია და წლიურად 3 მილიარდამდე პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, ქართული ბიო და ორგანული პროდუქციისთვის საერთაშორისო მარკეტინგული მექანიზმების შექმნა ტექნოლოგიების მეშვეობით, ეს მცირე ნაწილია იმ გრანდიუზული გეგმისა, რომელსაც ლევან ბოძაშვილი სახელმწიფოს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მიზნით აპირებს“, - აცხადებენ ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში. ამასთან, მოძრაობა ლევან ბოძაშვილის რეზიუმესაც ავრცელებს. „ლევან ბოძაშვილი პირველი ქართველია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს იურისტად მუშაობდა, იყო ვენეციის კომისიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ევროპის მასშტაბით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, ელჩის მოადგილე ავსტრიასა და ვენაში. უშუალოდ ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებსა და პოლიტიკურ კონსულტაციებს არაერთ ევროპულ ქვეყანასთან, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის შედგენასა და მისი ცვლილებების განხორციელებაში ყველა ეტაპზე. ლევან ბოძაშვილი სწავლობდა არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ შორის ოქსფორდის უნივერსიტეტში, ევროპის კოლეჯში ბელგიაში, ოსლოს უნივერსიტეტში, სადაც არჩეულ იქნა მსოფლიოს ახალგაზრდული გაეროს გენერალურ მდივანად, ასევე სხვადასხვა დროს მოიპოვა სამეცნიერო ხარისხები სამართლისა და ევროპული პოლიტიკის მაგისტრატურების განხრით. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნიუ-იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი. ბოლო წლების განმავლობაში ლევან ბოძაშვილი პროფესიულ დონეზე დაკავებული იყო ახალი ტექნოლოგიების შესწავლით. 2018 წლიდან ის არის ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარი, ხოლო 2020 წლიდან ხელოვნური ინტელექტის აკადემიის რექტორი. საქართველოში პირველი სახელმძღვანელო კიბერსამართლის საკითხებზე მისი ავტორობით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოიცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)